საქართველოს პარლამენტის სასახლეში დღეს, 18 ოქტომბერს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლა ეზღუდებათ.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ შეზღუდვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს არ შეეხებათ.
"მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
შეზღუდვა არ შეეხებათ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა",- ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტი დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press