ქალბატონო სალომე, შემიძლია მოგილოცოთ, „ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს.
მდინარაძე გამოეხმაურა პრეზიდენტს, რომელმაც მმართველი გუნდის წევრებს უთხრა: "თურმე გეწყინათ, როცა „პატარა კაცებად“ მოგიხსენიეთ - დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები".
„რას ეტყვითო თქვენს შვილებს, თქვენს რიტორიკულ თუ არარიტორიკულ კითხვაზე პასუხს გაგცემთ - მე პირადად ვეტყვი, როგორც მწამდა და მჯეროდა, იმას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება პოლიტიკაში და სხვის დავალებებს არ ვიღებდი, არ მიმიღია და არც მივიღებ არასდროს. ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს, ეს ასე იქნება სულ და ამას გააკეთებს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი. არავის დავალებას არ მიიღებს, ამას ვეტყვით ჩვენ შვილებს და მინდა, ეს პირადად თქვენ კარგად იცოდეთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press