აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ფორმირებულ ე.წ. ომის კაბინეტს შეხვდა და მათ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
ამასთან, ისრაელში ვიზიტის დროს ბაიდენმა თქვა, რომ ღაზის საავადმყოფოზე იერში არა ისრაელმა, არამედ "სხვა ჯგუფმა" მიიტანა.
"ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მხარდაჭერას, როცა თქვენ თქვენი ხალხის დასაცავად მუშაობთ. ამასთან, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან და მთელი რეგიონის გარშემო პარტნიორებთან მუშაობას, რათა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ მეტი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ", - განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯი ბაიდენი ისრაელს დღეს, 18 ოქტომბერს ეწვია. ბენ გურიონის აეროპორტში მას პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press