დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ოლიგარქი, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ვერშემდგარ იმპიჩმენტს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.
კრამონის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხით საქართველოს რეპუტაციას დიდი ზიანი მიადგა.
"დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ოლიგარქი. მაგრამ დიდი ზიანი მიდგა საქართველოს რეპუტაციას. ახლა ჩვენ ყველამ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა ამ ზიანის აღმოსაფხვრელად და უზრუნველვყოთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი დეკემბერში", - წერს კრამონი.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა.
პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმა იყო საჭირო, საკანონმდებლო ორგანოში გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით კი, იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press