ე.წ. ომის კაბინეტის გადაწყვეტილებით, ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.
გარდა ამისა, ისრაელი ითხოვს, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას მიეცეს მძევლების მონახულების საშუალება და იმუშავებს ამ მოთხოვნის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე.
ისრაელის მთავრობის ომის კაბინეტის გადაწყვეტილებითვე, ისრაელი არ შეაფერხებს ჰუმანიტარულ დახმარებას ეგვიპტიდან ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობისთვის, "სანამ ეს არის მხოლოდ საკვები, წყალი და მედიკამენტები. ნებისმიერი ტვირთი, რომელიც მიაღწევს "ჰამასთან", ისრაელის მიერ დაიბლოკება".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press