Foto

სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 2-დღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. 

ცნობილია, რომ სერგეი ლავროვი, რომელიც ბოლოს ჩრდილოეთ კორეას 2018 წელს სტუმრობდა, ჩრდილოეთ კორეელ კოლეგასთან მოლაპარაკებებს გამართავს.

Reuters წერს, რომ სერგეი ლავროვი ფხენიანს ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ვიზიტის შედეგებს გააცნობს და შესაძლოა, შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეაში ვლადიმერ პუტინის პოტენციური ვიზიტიც განიხილონ.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 13 სექტემბერს შეხვდა.