ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობა სერიოზულად გაღრმავდება ახალი ელჩის პირობებში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „შერატონში“ განუცხადა, სადაც საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგანი მიღებას მართავს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპტიმიზმის ყველანაირი საფუძველი არსებობს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან ახალ ელჩთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის ყველაფერი გაკეთდება.
"დავესწარით ამერიკის ელჩის მიღებას, გვქონდა მოკლე საუბარი, შეხვედრა. გვაქვს ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი და ველოდებით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ახალ ელჩთან. გვაქვს ყველანაირი საფუძველი იმისათვის, რომ ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ასე იქნება. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ახალ ელჩთან შედგეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ გაღრმავდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press