თურქეთში, ადანაში აშშ-ის საკონსულო საპროტესტო აქციების გამო დაიხურა. ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თურქეთის მთელ ტერიტორიაზე, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები.
„ნებისმიერი შეკრება, თუნდაც ის მშვიდობიანი იყოს, შეიძლება, გამწვავდეს და ძალადობრივი გახდეს. საპროტესტო აქტივობამ შეიძლება, გამოიწვიოს გზების ჩაკეტვა და მოძრაობის შეფერხება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press