ეჭვი არ მეპარება, რომ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ სალომე ზურაბიშვილზე,- ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების" წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოძის თქმით, "პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ხელში პოლიტიკური მართლმსაჯულების მექანიზმია".
"ეჭვი არ მეპარება, რომ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ ვიზიტზე თუ არა სხვა რამეზე. მე ეს გუშინ ძალიან მენიშნა. საერთოდ კობახიძე რატომ საუბრობს პროკურატურაზე, უკვე გასაგებია. პროკურატურა არის პოლიტიკური მართლმსაჯულების მექანიზმი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ხელში და ამიტომ, ვიზიტზე თუ არა, რამეზე აუცილებლად აღუძრავენ საქმეს. ეს არის მათი მოლოდინიც, ბიძინა ივანიშვილისაც და ყველაფერს გააკეთებს პროკურატურა",- განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, გუშინ, 19 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ "საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს იძენდეს".
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press