Foto

ზურაბიშვილი გამოგვეცხადა როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე - კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე მედიასთან საუბრისას გუშინ, 18 ოქტომბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება "ზრდილობის ზღვარს მიღმა" გადიოდა.

"რა თქმა უნდა, მისი გამოსვლის ტექსტი იყო არამარტო შეურაცხმყოფელი ინსტიტუტების მიმართ, არამედ შეიცავდა ისეთ პასაჟებს, რომლებიც გადიოდა ზრდილობის ზღვარს მიღმა და განსაკუთრებით მძიმე იყო ის პასაჟი, რომელიც უკავშირდებოდა შვილების თემას და ყველაზე საინტერესო რა იყო, ის ამას კითხულობდა. შეიძლება, რაღაც წამოგცდეს, როგორც ანა ნაცვლიშვილს წამოსცდა ორიოდე დღის წინ, მაგრამ ეს იყო დაწერილი ტექსტი. პავლიკა მოროზოვის ტექსტი მას ჰქონდა დაწერილი ქაღალდზე და კითხულობდა. გუშინ, სინამდვილეში, ამ თავისი ტექსტით სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე",- თქვა კობახიძემ.