დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იერუსალიმში ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
სუნაკმა ისრაელში ტერორიზმის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო მწუხარება გამოთქვა.
მანვე ჰერცოგს უთხრა, რომ დიდი ბრიტანეთი ისრაელის სოლიდარულია და ცნობს მის უფლებას, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ისრაელში დღეს, 19 ოქტომბერს ჩავიდა. როგორც ცნობილია, ამის პარალელურად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი აღმოსავლურ ტურნეს მართავს, რომლის ფარგლებშიც, ისრაელის საკითხზე ეგვიპტეში, თურქეთსა და კატარში ოფიციალურ პირებს ხვდება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press