დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე სუნაკმა ნეთანიაჰუს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მას ისრაელის გამარჯვება სურს.
"ვამაყობ იმით, რომ დღეს თქვენ გვერდით ვდგავარ, ისრაელისთვის ყველაზე ბნელ დროს, როგორც თქვენი მეგობარი. ჩვენ სოლიდარულად ვიდგებით თქვენს გვერდით, ჩვენ ვიდგებით თქვენს ხალხთან. ასევე გვსურს, რომ გაიმარჯვოთ", - განაცხადა სუნაკმა.
ნეთანიუაჰუმ სუნაკს უთხრა რომ "ეს არის დასავლური ცივილიზაციის ბრძოლა, თავისუფალი სამყაროს ბრძოლა, ბრძოლა მომავლისთვის".
"აქ ორი ძალა გვყავს. ერთი არის ბოროტების ღერძი, რომელსაც ხელმძღვანელობს ირანი "ჰეზბოლას", "ჰამასის" და სხვათა მეშვეობით, რომელთაც სურთ, დააბრუნონ ახლო აღმოსავლეთი შუა საუკუნეებში, მონობის, ომისა და განადგურების ხანაში. სხვა ძალები - პროგრესისა და ჰუმანურობის ძალები - რომლებსაც სურთ, აღმოსავლეთი მშვიდობისა და კეთილდღეობის სამყაროში გადაიყვანონ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, რიში სუნაკი ისრაელში დღეს, 19 ოქტომბერს ჩავიდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press