ევროპარლამენტმა შარშან ირანში მოკლულ მაჰსა ამინისა და მოძრაობას "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება" ადამიანის უფლებების სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია მიანიჭა.
პრემიის ლაურეატი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ სტრასბურგში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე გამოაცხადა.
„16 სექტემბერს ერთ წელი გავიდა ირანში ჯინა მაჰსა ამინის მკვლელობიდან. ევროპარლამენტი ამაყად დგას იმ მამაცი და შეუპოვარი ადამიანების გვერდით, რომლებიც განაგრძობენ ირანში თანასწორობისთვის, ღირსებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, ვინც ციხიდანაც კი განაგრძობს „ქალების, სიცოცხლის და თავისუფლების“ მხარდაჭერას. აზრის თავისუფლებისთვის სახაროვის სახელობის პრიზის ლაურეატებად მათი არჩევით ევროპარლამენტს ახსოვს მათი ბრძოლა და პატივს მიაგებს ყველას, ვინ თავისუფლებისთვის უმაღლესი საფასური გადაიხადა“, - განაცხადა მეცოლამ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 16 სექტემბერს ირანში 22 წლის გოგონა, მაჰსა ამინი თეირანში მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა. ამინი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციის მტკიცებით, გოგონა ცუდად გახდა, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. ამასთან, ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press