Foto

IDF-ის ცნობით, ისრაელში ამერიკული ჯავშანტექნიკა ჩავიდა

ისრაელში ამერიკული ჯავშანტექნიკა ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის ძალებზე (IDF) დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა Times of Israel ავრცელებს.

როგორც Times of Israel წერს, რომ ამერიკული თვითმფრინავი ბენ გურიონის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. 

IDF-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ისრაელს 400 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა საავტომობილო ფლოტის გასაძლიერებლად მიაწოდა.