ევროპარლამენტი მკაცრად გმობს „ჰამასის“ ტერორისტულ თავასხმებს და აღიარებს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.
დოკუმენტს 500-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 21 იყო, 24-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საჭიროა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიკვიდაცია. დეპუტატები ასევე ითხოვენ „ჰამასის“ მიერ გატაცებული ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფელბას.
ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა, ასევე, ისრაელის საპასუხო ქმედებები რეგიონში ძალადობის ციკლის გაძლირების რისკს ქმნის. ამიტომ ევროპარლამენტის წევრები გამოდიან მოწოდებით, გამოცხადდეს ჰუმანიტარული პაუზა საბრძოლო მოქმედებებში.
ევროპელი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ თავდასხმები სამოქალაქო პირებზე და ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის გაერო-ს თანამშრომლებზე, მედიკოსებზე და ჟურნალისტებზე, საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press