ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილის მიმართულებით 30 რაკეტის გასროლაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ამის შესახებ გამოცემა Times of Israel წერს
„ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტები ნაჰარიას და შლომის მიმართულებით იყო გასროლილი.
მანამდე ამავე საკითხზე ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის მხარემ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანის ტერიტორიიდან სულ მცირე 20 რაკეტის გაშვება დაფიქსირდა, რასაც ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო ცეცხლით უპასუხა.
ისრაელური მედიის ცნობით, ქალაქ კირიათ-შმონაში რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press