Foto

აშშ-ის სახდეპი საზღვარგარეთ მყოფ თავის მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმების გაზრდილი მაჩვენებლის გამო, სიფრთხილისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვარგარეთ მყოფ თავის მოქალაქეებს ურჩევს, რომ პოტენციური თავდასხმების გაზრდილი მაჩვენებლის გამო, მოგზაურობისას სიფრთხილე გამოიჩინონ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის მოქალაქეები ფხიზლად უნდა იყვნენ ტურისტულ ადგილებში, ასევე გაიარონ რეგისტრაცია მეტი ინფორმაციისა და შეტყობინებების მისაღებად.

„მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გაზრდილი დაძაბულობის, ტერორისტული თავდასხმების, დემონსტრაციების ან აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს აშშ-ის საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე“, - აღნიშნულია განცხადებაში.