ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, ისრაელისა და "ჰამასის" შეტაკებებს, სულ მცირე, 21 ჟურნალისტი ემსხვერპლა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 21 დაღუპული ჟურნალისტიდან 17 პალესტინელი, 3 ისრაელელი და ერთი ლიბანელი იყო.
CPJ-ის ცნობითვე, 19 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, დაშავდა 8, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 3 ჟურნალისტი.
"CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც კრიზისის დროს მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და მეომარი მხარეების სამიზნე არ უნდა იყვნენ.
ჟურნალისტები მთელი რეგიონის მასშტაბით დიდ მსხვერპლს იღებენ ამ კონფლიქტის გასაშუქებლად. მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა მხარემ უნდა მიიღოს ზომები", - განაცხადა ორგანიზაციის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა, შერიფ მანსურმა.
ამასთან, როგორც CPJ-ში ამბობენ, ორგანიზაციის წევრები ჟურნალისტებზე განხორციელებული მუქარისა და ოფისებისა თუ სახლების დაზიანების შემთხვევებსაც იძიებენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press