ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განახლებული ინფორმაციით, "ჰამასის" 100-ზე მეტ ობიექტზე იერიში მიიტანეს.
უწყების ცნობით, სამიზნეები მიწისქვეშა გვირაბს, იარაღის საწყობსა და ათობით ოპერატიული მართვის ცენტრს მოიცავდა.
"განადგურდა ტერორისტული აქტივები და იარაღი, რომელიც მდებარეობს ჯაბალიას რაიონში, მეჩეთში, რომელიც გამოიყენებოდა "ჰამასის" ტერორისტების მიერ სადამკვირვებლო პუნქტად",- ნათქვამია IDF-ის განახლებაში.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ლიკვიდირებულია მაჯედ მუჰამედ აბუ ოდეჰი, "ჰამასის" საზღვაო ძალების წევრი, რომელიც სამხრეთ ისრაელზე თავდასხმაში მონაწილეობდა.
უწყების ინფორმაციით, ღაზაზე მიზანმიმართული თავდასხმის დროს, ასევე ისლამისტური დაჯგუფების საჰაერო ძალების რაზმი გაანეიტრალეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press