ევროკავშირმა სიკვდილის შემდეგ ანდრეი სახაროვის ევროპარლამენტის პრემია „აზროვნების თავისუფლებისთვის“ მიანიჭა შარშან გარდაცვლილ ქურთული წარმოშობის ირანელს, მაჰსა ამინს. მასთან ერთად პრიზი მოძრაობას „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ გადაეცა.
სახაროვის პრემია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
„22 წლის ჯინა მაჰსა ამინის სასტიკი მკვლელობა გარდამტეხი იყო ისტორიაში. ეს სამი სიტყვა „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ ირანში პირადი თავისუფლებისა და ღირსებისთვის ბრძოლის სინონიმი გახდა“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.
ევროკავშირმა სახაროვის პრემია გამოაცხადა მხოლოდ ორი კვირის შემდეგ, რაც ნობელის პრემია დაჯილდოვდა ირანელი უფლებადამცველი ნარგიზ მოჰამადი. ის 2018 წელს სახაროვის პრემიის ლაურეატი იყო.
მოჰამადიმ მიიღო ნობელის პრემია ისლამური ხელისუფლების მიერ ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლის აღიარებისთვის.
მაჰსა ამინი გარდაიცვალა 2022 წლის 16 სექტემბერს, როდესაც ის ირანის რელიგიურმა პოლიციამ ისლამური ჩაცმულობის წესების დარღვევისთვის დააკავა.
ირანის ხელისუფლება კვლავ ამტკიცებს, რომ იგი გარდაიცვალა არა ცემით, არამედ ადრე უცნობი დაავადების შემთხვევითი გამწვავებით.
მისმა სიკვდილმა ირანში მასობრივი პროტესტი და სოლიდარობის დემონსტრაცია გამოიწვია მთელ მსოფლიოში. ირანში საპროტესტო აქციები სასტიკად ჩაახშეს. ასობით ადამიანი მოკლეს და დახვრიტეს დასავლეთში ირანის მტრების მიერ წაქეზებულ „არეულობებში“ მონაწილეობის გამო.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press