ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, შეხვედრაზე კიმ ჩენ ინმა და სერგეი ლავროვმა თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს, რათა რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებს უფრო აქტიურად უპასუხონ.
"ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ის აპირებს, შეასრულოს გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამიტზე მიღწეული შეთანხმებები, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობა",- წერს Reuters-ი.
ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი აფასებს ფხენიანის „ურყევ და პრინციპულ მხარდაჭერას“ რუსეთის მიმართ უკრაინის ომში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press