ჩვენ არ ვიღებთ ბაიდენის მსგავს ტონს რუსეთის ფედერაციისა და პუტინის მიმართ, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტი და "ჰამასი" გაათანაბრა.
პესკოვის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ასეთი რიტორიკა სახელმწიფოთა პასუხისმგებელ ლიდერებს შეეფერებოდეს".
„აშკარაა, რომ ეს არის ძალიან ამაღელვებელი, პოტენციურად საშიში მომენტი საერთაშორისო ვითარებაში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ომში. ეს არის ძალიან ემოციური და ბევრი ემოციაა სხვადასხვა პოლიტიკოსის, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსების გამოსვლებში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი რიტორიკა სახელმწიფოთა პასუხისმგებელ ლიდერებს შეეფერებოდეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი რიტორიკა ჩვენთვისაც მისაღები იყოს. ჩვენ არ ვიღებთ ასეთ ტონს რუსეთის ფედერაციის, ჩვენი პრეზიდენტის მიმართ“, - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ და პუტინი წარმოადგენენ განსხვავებულ საფრთხეებს, მაგრამ მათ აქვთ საერთო, ორივეს სურს, მთლიანად გაანადგუროს მეზობელი დემოკრატია“.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press