უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას განხილულ იქნა სამხედრო მხარდაჭერა და "როგორ ეხმარება ATACMS-ები უკრაინას ოკუპანტებისგან გათავისუფლების დაჩქარებაში".
"მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესის ორი პარტიის და თითოეული ამერიკელის, მათი უდიდესი დახმარების და ლიდერობისთვის, რაც გვეხმარება მსოფლიოს ერთიანობაში, დავიცვათ სიცოცხლე და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. უკრაინელებმა იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი ერთიანობა ტერორისგან, აგრესიისგან თავდაცვისთვის აქ, ჩვენს ქვეყანაში და პარტნიორ ქვეყნებში, შეერთებული შტატების ჩათვლით.
განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები თავისუფლების დასაცავად. განვიხილეთ სამხედრო მხარდაჭერა და როგორ გვეხმარება ATACMS-ები ოკუპანტებისგან უკრაინის გათავისუფლების დაჩქარებაში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press