Foto

კალაძე - ბოლო ორი კვირის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილზე იმდენი ვისაუბრეთ, აღარ მინდა მასზე საუბარი

ბოლო ორი კვირის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილზე იმდენი ვისაუბრეთ, აღარ მინდა მასზე საუბარი, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყნის პრეზიდენტმა მუშაობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

კალაძის თქმით, სამწუხაროა, თუმცა დადასტურებული ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

„სალომეზე ნამდვილად აღარ მინდა საუბარი. იმდენი ვისაუბრეთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რაც ქვეყანას, ხალხს აქვს, ამიტომ არ მინდა, შევიდე პოლემიკაში. ყველაფერი ცხადია და ნათელია. დადასტურებულია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და ძალიან ცუდია, რომ ამის ხაზგასმა მიწევს. უმძიმესია აღნიშნული ფაქტი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება, იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც აქტუალურია საზოგადოებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.