დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სუნაკის ოფისში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრმა გამოხატა „ღრმა მწუხარება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაკარგვის გამო“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე ლიდერმა „დაგმო „ჰამასის“ ტერორიზმი და ხაზი გაუსვა, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს“.
„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ყველა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაცავად და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვის მინიმუმამდე დასაყვანად“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press