გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არალეგალური მიგრაციის კონტროლის გამკაცრების საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გერმანიიდან დეპორტაცია უფრო ხშირი და სწრაფი ტემპით უნდა განხორციელდეს.
როგორც კანცლერმა Der Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოსა და მოლდოვას კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ახდენენ.
"საქართველოსა და მოლდოვას კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ვახდენთ. ორივეს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, შეუძლებელია დავასკვნათ ამ ქვეყნებში სისტემური დევნის არსებობა. ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა უფრო ნაკლები ხალხი შემოვიდეს. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირში სოლიდარობის ახალ მექანიზმზე: ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ პირველ ქვეყანაში სადაც შევლენ, გერმანიისკენ დიდ მასებად დაძვრის ნაცვლად, მათ მთელ ევროპაში გადაანაწილებენ. იმედი მაქვს, ევროპარლამენტი ამ მექანიზმს უახლოეს თვეებში დაამტკიცებს...
ერთი მხრივ, ხდება მუშების ემიგრაცია, რაც გვჭირდება. არიან ისინიც, ვინ პოლიტიკური დევნის სამიზნეები არიან და თავშესაფარს ეძებენ. თუმცა, მეორე მხრივ, ყველას, ვინც ამ ჯგუფებს არ ეკუთვნის, დარჩენა არ შეუძლიათ. ამიტომ, ვზღუდავთ გერმანიაში არალეგალურ მიგრაციას...
პროცედურები უნდა დაჩქარდეს, თავშესაფრის აპლიკაციები და ინტერვიუები საწყისი მიღების დაწესებულებებში უნდა ჩატარდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებებიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ შტატში, დეპორტაციის საქმეების გადაწყვეტილებებს 4 თვის შემდეგ იღებენ, ზოგში კი, 39 თვეა საჭირო. ხალხის დეპორტაცია უფრო ხშირად და უფრო ჩქარა უნდა მოვახდინოთ",- ამბობს შოლცი.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანხმად, მე-3 კვარტალში, რეადმისიის ფარგლებში, საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე სწორედ გერმანიიდან დააბრუნეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press