მივესალმები თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ ხელი მოაწერა შვედეთის ნატოში გაწევრიანებისთვის რატიფიკაციის ოქმს და წარუდგინა თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას, - ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტენსონმა განაცხადა.
მისივე თქმით, შვედეთი მოუთმენლად ელოდება, რომ გახდეს ნატოს წევრი.
„მივესალმები თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებას, რომ ხელი მოაწერა შვედეთის ნატოში გაწევრიანებისთვის რატიფიკაციის ოქმს და წარუდგინა თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეას. ახლა დაიწყება საპარლამენტო პროცედურები. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, რომ გავხდეთ ნატოს წევრი“, - წერს კრისტენსონი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიკაციისთვის დღეს წარუდგინა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press