დიდი ბრიტანეთი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დამატებით 20 მილიონი ფუნტის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
როგორც სუნაკი აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც და „ჰამასიც“ დამარცხდებიან.
„მივესალმებით რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის შეზღუდულ გახსნას, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია და დიპლომატიის ძალაუფლების დასტურია, მაგრამ საკმარისი არ არის. გვჭირდება მუდმივი დახმარების ნაკადი, რომლის მეშვეობითაც შევა წყალი, საკვები, წამალი და საწვავი, რომელიც ასე ძალიან სჭირდებათ. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ ზეწოლას. ჩვენ უკვე გამოვყავით 10 მილიონი ფუნტი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად, ახლა კი წინ მივდივართ. ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვყოთ 20 მილიონი ფუნტის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რაც ორჯერ აღემატება პალესტინელი ხალხისთვის ჩვენს წინა დახმარებას“, - განაცხადა სუნაკმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press