ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 პირიდან ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც "ექსპრესნიუსს" ხეჩინაშვილის კლინიკაში განუცხადეს, პაციენტი მათთან სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებებით მიიყვანეს, რის გამოც მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
ცნობისთვის, ვაზისუბანში მდებარე კორპუსში ხანძარი დღეს, 23 ოქტომბერს გაჩნდა. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი დაგროვებული ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 პირი სასწრაფო სამაშველო სამსახურმა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
Mana press