ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, გასული დღის განმავლობაში, ღაზას სექტორში, "ჰამასის" 400 სამიზნეს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
როგორც თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ლიკვიდირებულია რამდენიმე საველე მეთაური, მათ შორის ტერორისტული ჯგუფის ნუსეირათის, შატისა და ფურკანის ბატალიონების მეთაურის მოადგილეები.
IDF-ის ინფორმაციით, დარტყმები ფოკუსირებული იყო "ჰამასის" მოედნებზე ღაზას სექტორში - მათ შორის რამდენიმე მეჩეთში - და ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც ისრაელზე სარაკეტო იერიშებს ამზადებდნენ.
მათივე ცნობით, ღამით ასევე დაიბომბა "ჰამასის" გვირაბის შესასვლელი და სამეთაურო ცენტრები.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press