Foto

საფრანგეთის პრეზიდენტი - „ჰამასის“ დასამარცხებლად საერთაშორისო კოალიცია უნდა შევქმნათ

"ჰამასის" დასამარცხებლად საჭიროა საერთაშორისო კოალიცია,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონმა ისრაელის ტერორისტულ დაჯგუფებებთან ომს "საფრანგეთის ომი" უწოდა.

"ისრაელისთვის ტერორიზმთან ბრძოლა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მაგრამ ეს ჩვენთვისაც ასეა... მე გთავაზობთ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციურმა ძალებმა, „ჰამასის“ წინააღმდეგაც იბრძოლოს",- თქვა მაკრონმა.  

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელს დღეს, 24 ოქტომბერს ეწვია. ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში მაკრონი ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს უკვე შეხვდა.