ვროკომისია უკრაინას დადებით რეკომენდაციას მისცემს დამატებითი პირობებით, საქართველოსთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ევროკომისია 8 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ანგარიშის ფარგლებში უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს პროგრესს შეაფასებს.
„მოსალოდნელია, რომ კიევი მიიღებს პოზიტიურ რეკომენდაციას ევროკომისიისგან, შესაძლო დამატებითი პირობებით, რაც დაკავშირებულია კორუფციასთან ბრძოლასა და უმცირესობების უფლებებთან. ეს უკანასკნელი უნგრეთმა წამოჭრა.
ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ მსგავსი რეკომენდაცია შეიძლება გაიცეს მოლდოვაზეც, საქართველოზე კი „ჟიური ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული“ მისცენ თუ არა კანდიდატის სტატუსი", - წერს Reuters.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press