საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ თავდასხმა ჰოლოკოსტს შეადარა.
ნეთანიაჰუს თქმით, „ჰამასი“ ემუქრება ებრაელებს, ახლო აღმოსავლეთს, ევროპას, მთელ მსოფლიოს. ნეთანიაჰუმ ღაზას „ისლამური სახელმწიფოს ანკლავი“ უწოდა.
„„ჰამასი“ პასუხისმგებელია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლზე, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ომში ვიბრძოლოთ რაც შეიძლება სწრაფად. მაგრამ ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივი ომი. როდესაც ეს დასრულდება, ისრაელის ხალხი აღადგენს თავის თემებს და ღაზის ხალხი აღარ იცხოვრებს „ჰამასის“ ტირანიის ქვეშ. მაგრამ ერთი პირობაა, „ჰამასი“ უნდა განადგურდეს. გამოცდა დასავლეთისთვის და ცივილიზაციისთვის არის „ჰამასი“. „ჰამასი“ თუ გამარჯვებული გამოვა, ჩვენ, ყველანი წავაგებთ. ევროპას საფრთხე დაემუქრება. „ჰეზბოლა“ თუ დაუშვებს შეცდომას და შეუერთდება ამ ომს, ის ინანებს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press