პარლამენტთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
აქციაზე ბებუას ოჯახის წევრებთან ერთად, სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან, მათი მოთხოვნა უკანონო პატიმრის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანაა.
ირაკლი ბებუას ბიძაშვილის თამუნა ბებუას თქმით, "სახელმწიფო არ იყენებს საერთაშორისო პლატფორმას სათანადოდ".
"ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად არის დამძიმებული. მისი როგორც ფიზიკური, ისე ემოციური მდგომარეობა ძალიან რთულია. ამიტომ ოჯახი სახელმწიფოსგან მოითხოვს, ირაკლის სასწრაფოდ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას და მის გათავისუფლებას. საერთაშორისო პლატფორმა ერთ-ერთი ბერკეტია იმისთვის, რომ ირაკლი სწრაფად გათავისუფლდეს და ვფიქრობ, სახელმწიფო არ იყენებს ამ ბერკეტს სათანადოდ. ამიტომ, მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ გააკეთოს ყველაფერი სწრაფად ირაკლის გასათავისუფლებლად", - განაცხადა თამუნა ბებუამ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დე ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა და 8 ამავე წლის დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. .
ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press