Foto

ბაიდენი - აშშ პალესტინელი ხალხის ღირსების და თვითგამორკვევის უფლების ერთგული რჩება

ამერიკის შეერთებული შტატები რჩება პალესტინელი ხალხის ღირსების და თვითგამორკვევის უფლების ერთგული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ბაიდენის თქმით, „ჰამასის“ ტერორისტების ქმედებები ზემოთ აღნიშნულ უფლებებს არ ცვლის.

„შეერთებული შტატები რჩება პალესტინელი ხალხის ღირსების და თვითგამორკვევის უფლების ერთგული. „ჰამასის“ ტერორისტების ქმედებები ამ უფლებას არ ცვლის“, - წერს ბაიდენი.