ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ღაზას სექტორში ავიაიერიშის შედეგად, "ჰამასის" ჩრდილოეთის ბატალიონის მეთაური ტაისირ მუბაშერი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.
IDF-ის ცნობით, მუბაშერი ადრე "ჰამასის" საზღვაო ძალების მეთაურად მსახურობდა და ასევე ეკავა რამდენიმე თანამდებობა, რომელიც დაკავშირებული იყო ტერორისტული დაჯგუფების იარაღის წარმოებასთან.
„მუბაშერს აქვს დიდი გამოცდილება სამხედრო სფეროში. როგორც მეთაური, რომელიც ხელმძღვანელობს ტერორისტულ თავდასხმებს, ითვლება "ჰამასის" სამხედრო ფრთის მეთაურთან, მუჰამედ დეიფთან დაკავშირებულ პირად“,- აღნიშნულია IDF-ის განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press