Foto

კობახიძე - მელიას უნდა, რომ მაინც და მაინც გარიცხონ პარტიიდან - თავმოყვარეობის საკითხია

„ნაცმოძრაობა“ დაშლილია და კიდევ უფრო მეტად იშლება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "მელიას მაინც და მაინც უნდა, რომ გარიცხონ პარტიიდან".

"მელიას უნდა, რომ მაინც და მაინც გარიცხონ პარტიიდან, თავმოყვარეობის საკითხია. რატომ უნდა გინდოდეს მაინც და მაინც გარიცხვა, როცა შეგიძლია, შენ თვითონ დატოვო ის პარტია, სადაც ხაბეიშვილთანაც კი წააგე თავმჯდომარეობის არჩევნები? ეს არის მათი საქმე. რაც მთავარია, „ნაცმოძრაობა“ დაშლილია, კიდევ უფრო მეტად იშლება და ეს არის კარგი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ მომდევნო პარლამენტში მივიღოთ ისეთი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესებს“,- განაცხადა კობახიძემ