შოკირებული ვარ ჩემი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაციით, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რითაც უშიშროების საბჭოზე გაკეთებული განცხადება განმარტა.
გუტერეშის თქმით, ის არ ამართლებს „ჰამასის“ ტერორისტულ აქტებს და მათ გმობს.
„მართლაც, მე ვისაუბრე პალესტინელი ხალხის უბედურებაზე. ამ დროს მე ვთქვი: „მაგრამ პალესტინელი ხალხის ტანჯვა ვერ გაამართლებს „ჰამასის“ საზარელ თავდასხმას“. მე არ ვამართლებ „ჰამასის“ ტერორისტულ აქტებს და ვგმობ მათ“, - განაცხადა გუტერეშმა.
ცნობისთვის, გუშინ 24 ოქტომბერს, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევა დაგმო.
"მე ღრმად ვარ შეშფოთებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევით, რასაც ჩვენ ვხედავთ ღაზაში. მკაფიოდ განვაცხადოთ: შეიარაღებული კონფლიქტის არცერთი მხარე არ დგას საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე მაღლა", - განაცხადა გუტერეშმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press