ნატოს მოკავშირეების დასაცავად იარაღის წარმოებაში არაეთიკური არაფერია, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა შვედეთში, ნატოს ინდუსტრიის ფორუმზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ინდუსტრიის ლიდერები ნატოს პრიორიტეტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდნენ.
"ზოგიერთ ინვესტორს მცდარი აზრი აქვს, რომ თავდაცვის ინდუსტრია რაღაცნაირად არაეთიკურია. მაგრამ არაფერია არაეთიკური იარაღის წარმოებაში ნატოს მოკავშირეების დასაცავად. ჩვენი თავისუფლების დაცვაში არაეთიკური არაფერია, არაფერია არაეთიკური, დავეხმაროთ უკრაინელ ჯარისკაცებს საკუთარი ქვეყნის დაცვაში. მართლაც, მრეწველობის გარეშე თავდაცვა, შეკავება და უსაფრთხოება არ არსებობს. ამიტომ მე რეალურად ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, ყოველდღე, როგორც თავდაცვის ინდუსტრია. ამიტომ მთავრობებს, ერებსა და თავდაცვის ინდუსტრიას შორის ურთიერთობა ყოველთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press