Foto

ღარიბაშვილი - ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია, მას პრეზიდენტობის ვადა უმთავრდება და პოლიტიკაში დარჩენა უნდა

როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე ძალიან მოწყენილია იმიტომ, რომ მას პრეზიდენტობის ვადა უმთავრდება და პოლიტიკაში დარჩენა უნდა, ყველაფერი უკავშირდება მის ამ სურვილს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ქართველი ხალხის სახელით მოქმედებს და როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს იქნება ხელისუფლების დამსახურება ხალხთან ერთად.

„მისი აფილაცია, კოორდინაცია და შეთანხმებული მოქმედებები ოპოზიციასთანაც მხოლოდ ამას ადასტურებს. მე ზედმეტი კომენტარის გაკეთება აღარ მსურს, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, მინდა ყველას წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.