Foto

ნეთანიაჰუ - სახმელეთო ოპერაციისთვის ვემზადებით, ოპერაციის დაწყების კონკრეტული დრო გადაწყვეტილია

სახმელეთო ოპერაციისთვის ვემზადებით, ოპერაციის დაწყების კონკრეტული დრო გადაწყვეტილია, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, სახემელეთო ოპერაციის მიზანი "ჰამასის" განადგურება და მძევლების გადარჩენაა.

"კონსესუსით გადავწყვიტეთ სახმელეთო ოპერაციის დაწყების დრო. გადაწყვეტილება IDF-ის შტაბის უფროსთან და ომის კაბინეტთან ერთად მივიღეთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.