ეს არის გაეროს სირცხვილი, როდესაც გენერალური მდივანი ბოდიშსაც კი ვერ იხდის გუშინდელი ნათქვამისთვის, ის უნდა გადადგეს, - ამის შესახებ გაერო-ში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა განაცხადა.
ერდანის თქმით, გაეროს გენერალური მდივანი თავისი განცხადებით ცვლის რეალობას და ისრაელს „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხაში პირდაპირ ადანაშაულებს.
„ყველას კარგად ესმის, რომ მისი სიტყვების მნიშვნელობა არის ის, რომ „ჰამასის“ ქმედებებში ისრაელია დამნაშავეა. გენერალური მდივანი, რომელსაც არ ესმის, რომ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას ვერასოდეს ექნება რაიმე მიზეზი, მანამდე ის ვერ იქნება გენერალური მდივანი“, - განაცხადა ერდანმა.
ცნობისთვის, გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის დაუყოვნებლივ გადადგომა თავდაპირველად 24 ოქტომბერს მოითხოვა, რასაც გაეროს თავმჯდომარე ანოტნიო გუტერეში გამოეხმაურა.
როგორც გუტერეშმა აღნიშნა, მისი განცხადება ინტერპრეტაცია მოხდა, რის გამოც ის "შოკირებულია" და აღნიშნა, რომ ის "ჰამასის" ტერორისტულ ქმედებებს გმობს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press