Foto

ბაიდენი - თუ ირანი აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ მოქმედებას გააგრძელებს, ვუპასუხებთ

თუ ირანი აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ მოქმედებას გააგრძელებს, ვუპასუხებთ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, აშშ-ს რეგიონში ჯარები 11 სექტემბრის შემდეგ ჰყავს და ეს ისრაელს არ უკავშირდება.

"რეგიონში ჯარები 11 სექტემბრის შემდეგ გვყავს, ISIS-ის დასამარცხებლად. ისრაელს ეს არ უკავშირდება. აიათოლადასმი ჩემი გაფრთხილება იქნება, თუ ისინი გააგრძელებენ მოქმედებას ამ ჯარების [აშშ-ის] წინააღმდეგ, ჩვენ ვუპასუხებთ და ის ამისთვის მზად უნდა იყოს. ამას არავითარი კავშირი არ აქვს ისრაელთან", - განაცხადა ბაიდენმა. 

ცნობისთვის, აშშ ირანს "ჰამასის" და "ჰეზბოლას" მხარდაჭერაში ადანაშაულებს.