„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.
"სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე დახვდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გუშინ, 25 ოქტომბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვიც ეწვია.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press