მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველობით იმპიჩმენტი ჩავარდა, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობისა და საკუთარი ამომრჩევლისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ერთადერთი ლეგიტიმაცია „ნაციონალური მოძრაობისგან“ აქვს.
„ამ პარტიის დღის წესრიგი ვიცით, რაც არის – ეს არის რადიკალიზმი. ვხედავთ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უკვე მზადებაა, რომ რადიკალური დღის წესრიგი იყოს. როგორც ჩანს, ამ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press