სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ და ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა ხელი მოაწერეს ევროკომისიასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის „კონტრიბუციის შეთანხმების“ შესახებ განცხადებას.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , შეთანხმება გულისხმობს ევროკომისიის მიერ, EIB-ის საინვესტიციო გრანტის ფინანსურ მხარდაჭერას, რომლის მოცულობაც 16 მილიონ ევროს შეადგენს და გამიზნულია ისეთი პროექტის განხორციელებისთვის, როგორიცაა: „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციები (GTC) – საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება“.
პროექტის მიზანია, შემდგომი წლების განმავლობაში საქართველოში განვითარდეს საგზაო-სატრანსპორტო ქსელები და ინფრასტრუქტურა, რაც თავის მხრივ, დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს საქართველოს მთავრობასთან.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press