Foto

ერდოღანი - კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს ღაზაში, ვიდრე ევროკომისია ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირი ღაზაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გულგრილობაში დაადანაშაულა.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ღაზაზე თავდასხმებმა უკვე გადააჭარბა თავდაცვის ლიმიტს და "ხოცვა-ჟლეტასა და ბარბაროსობაში გადაიზარდა".

„კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს, ვიდრე ევროკომისია ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვა? კიდევ რამდენი ტონა ბომბი უნდა დაეცეს ღაზას სექტორში, ვიდრე გაეროს უსაფრთხოების საბჭო ზომებს მიიღებს?", - განაცხადა ერდოღანმა.