დღეს ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
როგორც ილია მეორის განცხადებაშია ნათქვამი, ის "ყოველდღიურად ევედრება წმინდა სამებას, მშვიდობა მიანიჭოს წმინდა მიწას, მის ხალხს და მთელ მსოფლიოს".
„დღეს ყველა კეთილი ნების მქონე ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყოველდღიურად ვევედრებით წმინდა სამებას, მშვიდობა მიანიჭოს წმინდა მიწას, მის ხალხს და მთელ მსოფლიოს. ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press