ისრაელი „ჰამასის“ მაღალჩინოსნების რუსეთში მიწვევას უხამს ნაბიჯად მიიჩნევს, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლიორ ჰაიატმა განაცხადა.
ლიორ ჰაიატის თქმით, ისრაელი მოსკოვს მოუწოდებს, „ჰამასის“ ლიდერები ქვეყნიდან დაუყოვნებლივ გააძევოს.
„ისრაელი „ჰამასის“ მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას უხამს ნაბიჯად მიიჩნევს, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და „ჰამასის“ ტერორისტების სისასტიკეებს აძლევს ლეგიტიმაციას. ისრაელი მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ გააძევოს „ჰამასის“ ლიდერები“, - განაცხადა ლიორ ჰაიატმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ჰამასის“ წარმომადგენლები მოსკოვში ვიზიტით ჩავიდნენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press