მექსიკაში, კურორტ აკაპულკოში ქარიშხალ "ოტისს", სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი მექსიკის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მთავრობის ცნობით, 4 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
როგორც Reuters-ი წერს, "ოტისმა" რომელსაც მეხუთე კატეგორიის შტორმის კატეგორია მიენიჭა, აკაპულკოში, სადაც დაახლოებით, 900 000 ადამიანი ცხოვრობს, ქუჩების დატბორვა, საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების ნგრევა, მანქანების ჩაძირვა და საგზაო და საჰაერო კომუნიკაციების დაზიანება გამოიწვია. დაიტბორა საავადმყოფოებიც, საიდანაც ასობით პაციენტის სასწრაფო ევაკუაცია გახდა საჭირო.
„ის, რაც აკაპულკომ განიცადა, მართლაც დამღუპველი იყო“,- თქვა პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა მეხიკოში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მთავრობამ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press